English / ქართული / русский /
ნინო ჟორჟიკაშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის თავისებურებანი

ანოტაცია

2007-2009 წლების გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა გამოავლინა ხარვეზი ქვეყნების ცენტრალური ბანკების საზედამხედველო საქმიანობის კუთხით. მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე აკადემიურ წრეებში გავრცელებული იყო ხედვა, რომ მონეტარულ პოლიტიკასა და პრუდენციულ პოლიტიკას შორის არსებობს კონფლიქტი (ინფლაცია/ფინანსური სტაბილურობა), რაც ამართლებს მონეტარული და პრუდენციული ფუნქციების გაყოფას. ამ მიდგომიდან გამომდინარე, ზოგიერთ ქვეყანაში მოცემული ფუნქციების განცალკევების მნიშვნელოვანი ტენდენცია შეინიშნებოდა. კრიზისის შემდეგ ნათლად წარმოჩნდა ამ მიდგომის სისუსტეები, რისი შედეგიც მაკროპრუდენციული თემების უგულებელყოფა გახდა.

დღესდღეობით მიღწეულია კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ საბანკო საზედამხედველო ნორმების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა  აუცილებელი პირობაა თითოეული ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად.

საკვანძო სიტყვები  საზედამხედველო საქმიანობა, მაკროპრუდენციული პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები, საბანკო სტაბილურობის ინდექსი.

  საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის თავისებურებანი

მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა  ეროვნული ბანკის მიერ  საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების საკითხები. როგორც ცნობილია, საქართველო ემყარება უცხოურ გამოცდილებას, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშრის 9 ქვეყანა (დანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ირლანდია, შვედეთი, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი) იყენებს როგორც განცალკევებული, ისე შერეული ზედამხედველობის მოდელს.   აღსანიშნავია, რომ 9-დან 8 ქვეყანაში განხორციელდა საპირისპირო ცვლილება (გარდა შვედეთისა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტრ-რეფორმაზე მუშაობა), ვინაიდან რეფორმისათის გამოყენებულმა მექანიზმებმა ზედამხედველობის განცალკევების მიმართულებით არ გაამართლა. ამრიგად, ამ ქვეყნებში ზედამხედველობა დაუბრუნეს ცენტრალურ ბანკს ან გააძლიერეს მისი როლი აღნიშნულ საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ საბანკო ზედამხედველობა ცენტრალური ბანკის დაქვემდებარებაშია  აშშ-შიც.

 ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB)[1] ღიად უჭერს მხარს ზედამხედველობის ფუნქციის დარჩენას ცენტრალური ბანკის ფარგლებში, რაც გამომდინარეობს მისი ხანგრძლივი გამოცდილებიდან ამ სფეროში [European Central Bank, 2010: 5-7]. 2008-2009[2] წლის გლობალურმა და ევროზონის ფინანსურმა კრიზისმა ნათლად გამოავლინა საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ცენტრალური ბანკის ფარგლებში არსებობის უპირატესობა. აღნიშნულმა მოვლენამ განაპირობა 2000-იან წლებში დაწყებული ტენდენციის საპირისპირო მიმართულებით შეცვლა ევროპაში. იმ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე წლის წინ ზედამხედველობის ფუნქცია გამოეყო ცენტრალურ ბანკს, განახორციელეს კონტრრეფორმა: თითქმის ყველა შემთხვევაში, ცენტრალურ ბანკს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუბრუნეს საფინანსო ან საბანკო ზედამხედველობის პრეროგატივა. გამოვლინდა, რომ ზედამხედველობის ფუნქციის ცაკლე არსებობა ხელს უშლის ცენტრალურ ბანკს, აღასრულოს მისი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა _ შეინარჩუნოს ქვეყნის მონეტარული და ფინანსური სტაბილურობა, მოახდინოს დროული რეაგირება მიმდინარე ფინანსურ რყევებზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს საზედამხედველო ფუნქცია 2009 წელს დაუბრუნდა (საზედამხედველო ფუნქცია სებ-ს 2008 წელს ჩამოერთვა). ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება სებ-ის მიერ მისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის წარმოებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებებით.

 საქართველოში მაკროპრუდენციული პოლიტიკის ჩარჩო-პირობების  ტექნიკური დოკუმენტაცია შემუშავდა,  სსფ-ს[3] მიერ საქართველოსთან პერიოდული  კონსულტაციების შედეგად. სსფ-ს შეფასებით, საქართველოში კარგად არის კომბინირებული მაკროპრუდენციული და მონეტარული პოლიტიკა. კარგად  ორგანიზებული მაკროპრუდენციული პოლიტიკა უნდა უწყობდეს ხელს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან მუშაობას ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კი უნდა იყოს ამ ორი მიზნის მიღწევის გარანტი.

  საქართველოს ეროვნული ბანკი არის საზედამხედველო ორგანო, რომელსაც ევალება მაკროპრუდენციული პოლიტიკის გატარება. ბანკში ფუნქციონირებს საბანკო საზედამხედველო ორგანო  და ასევე სპეციალიზებული ჯგუფები, რომელიც იძლევა რეკომენდაციებს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მისაღწევად. დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის გაცვლას მაკროეკონომიკურ და სტატისტიკის დეპარტამენტთან. მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო რეგულირების კუთხით გატარებული ღონისძიებები, კერძოდ, 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ბანკების გარეაუდიტორული შემოწმების წესი, რომელიც მომზადდა ,,საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი საბჭოს’’ (IAASB) მიერ. გარეაუდიტორული შემოწმების წესის საფუძველზე, ეროვნული ბანკი იღებს დაწვრილებით ინფორმაციას ბანკების მიერ ფასს-ის შესაბამისად სესხების და რეზერვების პოლიტიკის შესახებ, დამფუძნებელი სათავო ბანკისა და ჰოლდინგის ფინანსურ ანგარიშგებას, რაც ზედამხედველს დიდ დახმარებას უწევს მისადმი დაქვემდებარებული ბანკის რისკის  შეფასებაში. პრუდენციულ რეგულირებასთან ერთად, ეროვნული ბანკისათვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის უფლებების დაცვა ფინანსურ ბაზარზე. ამ მიზნით 2011 წლიდან ამოქმედდა ,,კომერციული ბანკების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი’’, რაც არეგულირებს კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური პირებისათვის  კრედიტის გაცემისა და სადეპოზიტო მომსახურების გაწევისას სრული, აუცილებელი, უტყუარი და გასაგები ინფორმაციის მიწოდებას. [საქართველოს ეროვნული ბანკი, 2011: 57-58].

 2015 [საქართველოს ეროვნული ბანკი, 2015:89] წელს გრძელდებოდა მუშაობა საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწასა და განვითარებაზე. ამ პერიოდის მანძილზე საზედამხედველო პროცესის ფარგლებში თანმდევი რისკის შეფასების პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანი საზედამხედველო რესურსი იხარჯებოდა კომერციულ ბანკებში რისკის მართვის ფუნქციის შეფასებასა და მის ქმედუნარიანობის წახალისებაზე. აღნიშნული შეფასება მოიცავდა სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტისა და შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობის განსაზღვრას. 2015 წლის დეკემბერში დამტკიცდა „კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკისთვის კაპიტალის ბუფერის განსაზღვრის ინსტრუქცია“.  საქართველოს ეროვნული ბანკმა დაიწყო კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის დანერგვა  ბაზელ III-ის მიხედვით, 2015 წლისათვის. სისტემურად მნიშვნელოვანი  ბანკებისათვის სავალდებულოა  კონტრციკლური ბუფერის პრაქტიკაში დანერგვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში. სხვა ქვეყნების გამოცდილება შესაძლებლობას იძლევა, საქართველოში გამოყენებულ იქნეს აპრობირებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტები, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომუნიკაციის გაძლიერებას ფინანსური სტაბილურობის შესახებ ყოველწლიური  ანგარიშის გამოქვეყნებით. ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რამდენიმე ღონისძიება მაკროპრუდენციული პოლიტიკის მიმართულებით, კერძოდ კი  კონტრციკლური ბუფერის გამოყენება.  2002-2008 წლებში სესხების გაცემაზე დაწესდა  ლიმიტი 100%, ხოლო 2008-2010 წლებში შემცირდა 50%-მდე,  2011 წელს ისევ გაიზარდა 75%-მდე. იგივე  პოლიტიკა იქნა გამოყენებული სარეზერვო მოთხოვნებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა LTV და PTI[4] ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენებას.   მაკროპრუდენციული  პოლიტიკის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს  ვალუტის სტაბილურობისათვის, რაც დაკავშირებულია საკრედიტო და  ლიკვიდობის რისკის შემცირებასთან, ასევე  დედოლარიზაციის ხელშეწყობასთან.

ფინანსური სტაბილურობის ინდექსი და ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები

  საერთო  საბანკო  სტაბილურობის  ინდექსი (ABSI) ფინანსური  სტაბილურობის სისტემური შეფასების  ერთ-ერთი  საშუალებაა, ის წარმოდგენას  უქმნის პოლიტიკის განმსაზღვრელებს  ფინანსური სისტემის  მდგრადობაზე  შესაძლო   არასასურველი შოკების  დროს. ამის გარდა, ინდექსის მეშვეობით შეიძლება  განხორციელდეს  დაკვირვება  ფინანსური    სისტემის სტაბილურობაზე დინამიკაში, მის დროში ევოლუციაზე. სხვა მეთოდებთან შედარებით მისი უპირატესობაა გამჭვირვალობის მაღალი დონე, საჭირო სტატისტიკური მონაცემების ადვილად იდენტიფიცირებადობა. ინდექსის გამოთვლის სირთულეს წარმოადგენს  ცალკეული ინდიკატორების შერჩევა, მათი ნორმალიზაცია და შესაბამისი წონების განსაზღვრა.

შვეიცარიის  ეროვნულ  ბანკს შექმნილი აქვს საერთო სტრესინდექსი (Composite Stress Sndex) ქვეყნის საბანკო სისტემისათვის და რეგულარულად აქვეყნებს მას ფინანსური   სტაბილურობის წლიურ ანგარიშში. ინდექსის შემადგენლობაში შეყვანილია  სხვადასხვა ცვლადები ; ისინი ზომავენ ბანკების მომგებიანობასა და კაპიტალის  ადეკვატურობას (Hanschel and Monnin, 2005). ალბულესკუმ (Albulescu 2010) განავითარა საერთო სტაბილურობის ინდექსი რუმინეთის ფინანსური სისტემისათვის.  მან ინდექსის შემადგენლობაში ჩართო 20 ინდიკატორი, რომლებიც კავშირშია  ფინანსური  სისტემის მდგრადობასთან, სიჯანსაღესა და საერთაშორისო ეკონომიკურ კლიმატთან.  მან თითოეულ ინდიკატორს გაუკეთა ნორმალიზაცია და შემდეგ საერთო ინდექსში გააერთიანა.

ანალოგიურად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 6 ქვეინდექსის გამოყენებით ფინანსური სიძლიერის ინდექსი შექმნა (Financial Strength Index). ეს ინდექსი მოიცავს აქტივების ხარისხს, ლიკვიდურობას, საპროცენტო განაკვეთების რისკს, მომგებიანობას, გაცვლით კურსს და კაპიტალის ადეკვატურობას.

 საბანკო სტაბილურობის ინდექსის გამოთვლისას  გამოყენებულია საქართველოს კომერციული ბანკების ფინანსური მონაცემები 2005-2012 წლებში პერიოდისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მოიცავს მთლიანი საფინანსო სისტემის აქტივების 90%-ზე მეტს, ინდექსის გამოთვლით მიღებული შედეგების განზოგადება შესაძლებელია სისტემის მასშტაბით. უფრო მეტი სიზუსტისათვის, ინდექსი გამოთვლილია კვარტალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

საბანკო სტაბილურობის ინდექსის მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით, მის შემადგენლობაში ჩართულ იქნა ფინანსური სტაბილურობის სხავდასხვა შინაარსის ინდიკატორები (FSIs).  ინდიკატორების ეს ჯგუფი  რეკომენდებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ ფინანსური სექტორის სიჯანსაღის მონიტორინგისა და შეფასებისთვის;  ინდიკატორები მოიცავს: კაპიტალის ადეკვატურობას, აქტივების ხარისხის დონეს, მომგებიანობას, ლიკვიდურობას, სავალუტო რისკს (იხ. გრაფიკი 1)

 

ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები

კაპიტალისა დექვატურობა

საზედამხედველო კაპიტალი/რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები

I1

წმინდა უმოქმედო სესხები/კაპიტალი

I2

აქტივების ხარისხი

უმოქმედო სესხები/მთლიანი სესხები

I3

მოგებადამომგებიანობა

უკუგების კოეფიციენტი აქტივებზე(ROA)

I4

უკუგების კოეფიციენტი კაპიტალზე(ROE)

I5

წმინდა საპროცენტო შემოსავალი/მთლიანი შემოსავალი

I6

არასაპროცენტო ხარჯი/მთლიანი შემოსავალი

I7

სხვაობა სესხებისა და დეპოზიტების განაკვეთებს შორის

I8

ლიკვიდობა

ლიკვიდური აქტივები/მთლიანი აქტივები

I9

ლიკვიდური აქტივები/მოკლევადიანი ვალდებულებები

I10

კლიენტის დეპოზიტები/მთლიანი სესხები

I11

სავალუტორისკი

წმინდა ღია სავალუტო პოზიცია/საზედამხედველო კაპიტალი

I12

 

გრაფიკი 1.    ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები

 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, 2013, საერთო საბანკო სტაბილურობის ინდექსი, ტომიI, N3, გვ.40.

საზედამხედველო კაპიტალი რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები (I1) – იგი ზომავს დეპოზიტური კორპორაციების კაპიტალის ადეკვატურობას, კერძოდ ბანკის უნარს, გაუმკლავდეს უარყოფით შოკებს და გაუთვალისწინებელ დანაკარგებს. იგი ასევე გვიჩვენებს ბანკის ლევერიჯის დონეს, ანუ რამდენად ფინანსდება ბანკის აქტივების სხვა წყაროებით, გარდა საკუთარი კაპიტალისა.  წმინდა უმოქმედო სესხები კაპიტალი (I2) _ წმინდა უმოქმედო სესხები არის უმოქმედო სესხებს გამოკლებული  სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი. ეს ინდიკატორი აღწერს ბანკის შესაძლებლობას, გაუძლოს სტრესს, რომელიც გამოწვეულია უმოქმედო სესხების არსებობით. უმოქმედო სესხები მთლიანი სესხები (I3) - აღწერს სასესხო პორტფელის ხარისხს და გვიჩვენებს საკრედიტო რისკის დონეს. უკუგების კოეფიციენტი აქტივებზე (ROA) (I4) -  ინდიკატორი ზომავს ბანკის მომგებიანობასა და ეფექტიანობას მისი აქტივების გამოყენების თვალსაზრისით. უკუგების კოეფიციენტი კაპიტალზე (ROE) (I5) -  ინდიკატორი ზომავს ბანკის მომგებიანობასა და ეფექტიანობას  მისი კაპიტალის გამოყენების თვალსაზრისით. წმინდა საპროცენტო შემოსავალი მთლიანი შემოსავალი (I6) _  მაჩვენებელი ასახავს წმინდა საპროცენტო შემოსავლის (საპროცენტო შემოსავალს მინუს საპროცენტო ხარჯი) ფარდობით წილს მთლიან შემოსავალში. ბანკის დაბალი ლევერიჯის შემთხვევაში , ინდიკატორი, როგორც წესი, მაღალია.

არასაპროცენტო ხარჯი მთლიანი შემოსავალი (I7) _ გვიჩვენებს ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობას მთლიან შემოსავალთან მიმართებაში, ანუ  ბანკის მიერ რესურსების გამოყენების ეფექტურობას. სხვაობა სესხებსა და დეპოზიტების განაკვეთებს შორის  (I8) _ ბანკის მომგებიანობის მაჩვენებლია; ასევე ასახავს სექტორის   კონკურენტუნარიანობის დონეს.  ლიკვიდური აქტივები  მთლიანი აქტივები  (I9) _ ლიკვიდობის მაჩვენებელი, რომელიც აღწერს რამდენად არის შესაძლებელი მოსალოდნელი და მოულოდნელი მოთხოვნის დაკმაყოფილება ნაღდ  ფულზე. ლიკვიდური აქტივები  მოკლევადიანი ვალდებულებები  (I10) _  ასახავს ლიკვიდობის შეუსაბამობას ბანკის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის. ასახავს, რამდენად აქვს შესაძლებლობა ბანკს, გაუმკლავდეს მოკლევადიან პერიოდში თანხების გადინებას ლიკვიდობის მხრივ პრობლემების წარმოქმნის გარეშე. კლიენტების დეპოზიტები/მთლიანი სესხები (I11) _  ინდიკატორი გვიჩვენებს, სესხები პორტფელის რა წილი ფინანსდება კლიენტთა დეპოზიტებით. თუ ფარდობის მნიშვნელობა ნაკლებია ერთზე, სესხის გაცემის დასაფინანსებლად ბანკი დამოკიდებულია ნასესხებ სახსრებზე. წმინდა ღია სავალუტო პოზიცია საზედამხედველო  კაპიტალი (I12) _ ზომავს ბანკის მგრძნობელობას სავალუტო რისკების მიმართ, საზედამხედველო კაპიტალთან მიმართებაში.  იგი ასახავს შეუსაბამობას ბანკის უცხოურ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის.

 

 გრაფიკი 2.    მომგებიანობა %

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, 04/2017,საფინანსო სექტორის მიმოხილვა, გვ.12

 

 

დრო

 

 

05/16

 

 

06/16

 

 

07/16

 

 

08/16

 

 

09/16

 

 

10/16

 

 

11/16

 

 

12/16

 

 

01/17

 

 

02/17

 

 

ROA *

 

 

2.8

 

 

2.6

 

 

2.6

 

 

2.7

 

 

2.9

 

 

2.7

 

 

2.8

 

 

2.9

 

 

2.8

 

 

3

 

 

ROE **

 

 

19.4

 

 

18.4

 

 

18.4

 

 

18.2

 

 

18.9

 

 

20.4

 

 

19.1

 

 

19.2

 

 

20.6

 

 

21.1

* უკუგებააქტივებზე=(ბოლო 12 თვისმოგებათაჯამი)/(ბოლო 12 თვისაქტივებისსაშუალო)

 

** უკუგებაკაპიტალზე=(ბოლო 12 თვისმოგებათაჯამი)/(ბოლო 12 თვისკაპიტალისსაშუალო)

 

გრაფიკი 3. უკუგება აქტივებსა და კაპიტალზე

 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 04/2017, საფინანსო სექტორის მიმოხილვა, გვ. 15.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია საბანკო სტაბილურობის ინდექსის დინამიკა საქართველოსათვის 2005-2012 წლებში. როგორც ჩანს, საბანკო სტაბილურობის ინდექსის და მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა ემთხვევა ერთმანეთს, ორივე მაჩვენებელი მცირდება გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, ხოლო შემდგომ ეკონომიკის გამოჯანსაღებასთან ერთად იწყებს ზრდას.

 

გრაფიკი 4.  საბანკო სტაბილურობის ინდექსის (ABSI) განვითარება 2005-2012 წლებში.

 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, 2013, საერთო საბანკო სტაბილურობის ინდექსი, ტომიI, N3, გვ.43.

ფაზა 1 - 2005 წლიდან 2007 წლის ბოლომდე, როდესაც ინდექსის მნიშვნელობა  უმეტესად 0-ზე მაღალია, რაც ხაზს უსვამს ქვეყანაში ფინანსური სისტემის სტაბილურობის  მეტ-ნაკლებად მისაღებ დონეს. 

ფაზა 2 – 2008 წლიდან 2010 წლის  მეორე კვარტლის ჩათვლით, როცა ინდექსის მნიშვნელობა უარყოფითია, ეს პერიოდი ემთხვევა გლობალურ ფინანსურ კრიზისს.

ფაზა 3 – 2010 წლის მესამე კვარტლიდან 2012 წლის ბოლომდე. ამ პერიოდში ნელ-ნელა იწყება კრიზისიდან გამოსვლა , შესაბამისად ფინანსური სექტორის სტაბილურობაც იზრდება. 

კორელაცია

ლაგი (კვარტალი)

1

0

-1

-2

-3

2005-2011

0.654

0.792

0.802

0.789

0.593

2006-2010

0.69

0.862

0.897

0.826

0.599

2007-2009

0.884

0.877

0.914

0.866

0.674

 გრაფიკი 5. კორელაცია GDP-ის ზრდის ტემპსა და საბანკო სტაბილურობის ინდექსის სხვადასხვა  ლაგის მიხედვით.

 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, 2013, საერთო საბანკო სტაბილურობის ინდექსი, ტომიI, N3, გვ.48

ყურადღებას ასევე იქცევს  ის ფაქტი, რომ რაც უფრო ვამცირებთ დროის დიაპაზონს კრიზისის დაწყების თარიღის ირგვლივ, მით უფრო იზრდება კორელაცია, რაც დამატებით მიუთითებს ინდიკატორის ეფექტურობაზე, განსაკუთრებით კრიზისის წინა და შემდგომ პერიოდებში.

 ზემოთ მოყვანილი ფაქტი მიუთითებს ინდიკატორის წარმატებულ ფუნქციონირებაზე და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ინდექსმა ასევე წარმატებით უნდა იმუშაოს საქართველოს მსგავს ეკონომიკებშიც.

                                                             დასკვნა

გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად გამოვლენილი საზედამხედველო პოლიტიკის ხარვეზებმა  დღის წესრიგში დააყენა მაკროპრუდენციული პოლიტიკის მეთოდებისა და ნორმების  პრაქტიკაში დანერგვა და მათი აქტიური გამოყენება. თითოეული ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გაანალიზდამონეტარული და საზედამხედველო საქმიანობის ინტეგრაციის აუცილებლობა ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად. შედეგად, დაინერგა ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები, რომლებიც კარგად რეაგირებენ მაკროეკონომიკურ შოკებზე და ზედამხედველებს საშუალებას აძლევენ, გაატარონ ეფექტური კონტრციკლური პოლიტიკა.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს ეროვნული ბანკი,2011, ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, გვ. 57-58.
  2. საქართველოს ეროვნული ბანკი, 2013, საერთო საბანკო სტაბილურობის ინდექსი, ტომი I, N3, გვ.48.
  3. საქართველოს ეროვნული ბანკი, 2015, ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, გვ. 89.
  4. Albulescu C.T., 2010, Forecasting the Romanian Financial System Stability Using a Stochastic Simulation Model. Journal for Economic Forecasting, vol. 13, no. 1, pp. 81–98.
  5. European Central Bank, 2010, Recent Developments in Supervisory Structures in the EU member states, pp. 5-7


[1] ECB _ ევროპის ცენტრალური ბანკი. დაფუძნდა 1998 წლის 1 ივნისს. შტაბბინა მდებარეობს გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში. იგი ევროპის ფულად-საკრედიტო ინსტიტუტის (EMI) სამართალმემკვიდრეა, რომელიც წამყვან როლს თამაშობდა 1999 წელს ევროს შემოღების მომზადებაში.

[2] გლობალური ფინანსური კრიზისი 2008 წელს გამოწვეული იყო ეკონომიკური ვარდნის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდიკატორით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

[3] სსფ-საერთაშორისოსავალუტოფონდი (სსფ; International Monetary Fund) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც გაეროს  სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული. სსფ მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური გადაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით.

[4] LTV-სესხის მოცულობის აქტივის ფასთან ფარდობის მაჩვენებელი, PTI-სესხის შენატანების შენატანებთან ფარდობის მაჩვენებელი.